"ბათუმი" რაგბი ევროპის სუპერთასსზე 11 სექტემბერს "შავ ლომს" უმასპინძლებს

29 ივლისი 2022, 14:24 883 ნახვა

რაგბი ევროპის სუპერ თასის მეორე გათამაშება 11 სექტემბერს ბათუმში, ქართული დერბით იწყება. თასის მოქმედი გამარჯვებული "შავი ლომი" პირველ ტურში დებიუტანტს, საქართველოს ჩემპიონ "ბათუმს" ეწვევა. პირველი გათამაშების მსგავსად, ტურნირში ამჯერადაც 8 გუნდი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციაში არიან გადანაწილებული.

დასავლეთ კონფერენციაში კვლავინდებურად პორტუგალიური "ლუზიტანუში", ესპანური "იბერიანსი", ბელგიური "დევილსი" და ნიდერლანდური "დელტა" ითამაშებენ. რუსული კლუბების მოკვეთის შემდეგ, აღმოსავლეთ კონფერენციაში მათი ადგილი რუმინულმა ფრენჩაიზმა "ვულვზმა" და საქართველოს ჩემპიონმა "ბათუმმა" დაიკავეს. ამავე ჯგუფში ითამაშებს ქართული ფრენჩაიზი "შავი ლომი" და ისრაელის "თელავივ ჰითი".

პირველ ტურში, ბათუმში, 11 სექტემბერს, 17:30 საათზე "შავი ლომი" "ბათუმს" ეთამაშება.

17 სექტემბერს კი "ბათუმი" "ვულვზს" ბუქარესტში, "არკულზე“ ეწვევა, ხოლო "შავი ლომი" 18-ში "თელავივ ჰითს" თბილისში დაუხვდება; მესამე ტურში, 25 სექტემბერს, "შავი ლომი" "ვულვზსს" უმასპინძლებს, ხოლო "ბათუმი" ჰითსს" მიიღებს.

მეოთხე ტურში, 13 ოქტომბერს "შავი ლომი" თელავივში "ჰითს" ეწვევა, ხოლო "ბათუმი" შინ "ვულვზსს" 15-ში მიიღებს;

22 ოქტომბერს "ბათუმი" "ჰითს", ხოლო 23-ში "შავი ლომი" "ვულვზსს" სტუმრად ეთამაშება;

ჯგუფურ ეტაპს ქართული გუნდები 29 ოქტომბერს თბილისში, დერბით ასრულებენ. ჯგუფური ეტაპის ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გადის.

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი დასავლეთ კონფერენციის მეორეადგილოსანს მასპინძლობს, ხოლო აღმოსავლეთის მეორეადგილოსანი დასავლეთის პირველადგილოსანს სტუმრად ეთამაშება.

თამაშები 3-4 დეკემბერს გაიმართება, ხოლო ფინალი ორ კვირაში (17-18) შედგება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში