ტრაგედია გუდაურში 

30 ივლისი 2022, 14:49 1292 ნახვა

თეთრი არაგვის ხეობიდან გარდაცვლილების ცხედრები ამოსვენებულია.  ცხრავე დაღუპული სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.  

თუმცა ადგილზე შსს-ს თანამშრომლები რჩებიან, სადაც სავარაუდოდ გრძელდება მოკვლევა. რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი ამას სამართალდამცველები დაადგენენ.  

გამოძიება დაწყებულია საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე.

უბედური შემთხვევა გუდაურში გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა.    პარაპლანისტების დასახმარებლად მისულმა  ვერტმფრენმა  კატასტროფა განიცადა.  მალევე გავრცელდა თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები, რომელშიც  ჩანს თუ რა ვითარებაში ჩამოვარდა  ვერტმფრენი  და როგორ აფეთქდა.   

პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა.  სწორედ ამიტომ  გახდა საჭირო სამაშველო ოპერაცია, რომელშიც სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი ჩაერთო.  

რაც შეეხება გარდაცვლილებს , ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდნენ: მაშველები   კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; მფრინავები - ანდრო ქუჯოშვილი,​ ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე; სასწრაფოს დახმარების ექიმები - ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში