ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმე: ფიგურანტებს ბრალი წარედგინათ

30 ივლისი 2022, 17:11 830 ნახვა

20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის   დაკავებული დანაშაულს აღიარებს. დაკავებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, დავით ჯიჯეიშვილი საგამოძიებო უწყებაში საკუთარი ნებით გამოცხადდა და შედგა შესაბამისი ოქმი აღიარებით გამოცხადების შესახებაც.  

პროკურატურამ, ცხვარიჭამიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და  ხულიგნობის ფაქტზე ერთ პირს, ხოლო გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ხულიგნობის ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში