ცხვარიჭამიაში მკვლელობის საქმის განხილვა 

31 ივლისი 2022, 14:32 1280 ნახვა

ცხვარიჭამიაში მოკლული 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს ხულიგნობის მუხლში, თუმცა მოსამართლის წინაშე  დაადასტურა, რომ მირიან კუკავა მის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა. 

დავით ჯიჯიეშვილისა და კიდევ 7 პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დილიდან მსჯელობს. პროკურატურა ყველა მათგანის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

დაკავებულების ადვოკატების ნაწილი აცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის ინციდენტთან საერთო არაფერი აქვთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში