მკვლელობა ცხვარიჭამიაში: პატიმრობა ყველა ფიგურანტს

31 ივლისი 2022, 17:39 964 ნახვა

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ცხვარიჭამიაში მოკლული მირიან კუკავას მკვლელობისთვის ბრალდებული  და მასთან ერთად კიდევ 7 პატიმრობაში დატოვა.  

საქმის პროკურორის, განცხადებით, საქმეზე დაკავებულების მიმართ პატიმრობის შეფარდება მოწმობს იმას, რომ მათ წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებები არსებობს.

20 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული თავს დამნაშავედ არ  ცნობს  ხულიგნობის მუხლში, თუმცა  მოსამართლის წინაშე  დაადასტურა, რომ მირიან კუკავა მის მიერ მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.  მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ელოდება.

ბრალდებულის ადვოკატი მკვლელობის მოტივზე განმარტებებს არ აკეთებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში