ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილი პილოტების გახსენება 

31 ივლისი 2022, 20:06 1247 ნახვა

ორი დღე გუდაურის ტრაგედიიდან. გამოძიებას უბედური შემთხვევიდან ამ დრომდე არაფერი უთქვამს, აქვთ თუ არა შავი ყუთის ჩანაწერები და  რა ვერსიაზე მუშაობენ სამართალდამცველები.

ორი დაღუპულის ცხედარი საკუთარ სახლებში  გადაასვენეს. ჩვენ დაღუპულების ოჯახის წევრებთან ინტერვიუ, მათივე თხოვნით დღეს აღარ ჩაგვიწერია. 

პირველადი ინფორმაციით,  გარდაცვლილების  სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება. თქვენთვის ცნობილია, რომ შვეულმფრენში იმყოფებოდნენ  მფრინავი ზაზა ლორია, რომელსაც პროფესიასთან  30 წელზე  მეტი აკავშირებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა  მფრინავი ლევან ჩოხელიც, რომელიც ასევე  კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის. 

გმირების  პროფესიონალიზმზე  სიუჟეტი ჯერ კიდევ  3  წლის წინ , ჩვენს არხზე,   ,,ვემსახურები  საქართველოს“ გადაცემაში  ნახეთ.  

გადაცემის ავტორი და წამყვანი გიორგი წეროძე გიყვებოდათ მათ ყოველდღიურ თავგანწირვასა და საქმისადმი სიყვარულზე.  

ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გაგახსენებთ,  როგორი  იყო მათი გზა კარიერის დასაწყისიდან ტრაგედიის დღემდე,  29 ივლისამდე,  რას ჰყვებოდნენ გარდაცვლილი გმირები  სამი წლის წინ და რითი იყო მათი   პროფესია გამორჩეული, რომელსაც 2 დღის წინ საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

ეს იყო ინტერვიუები გადაცემა ვემსახურები საქართველოს არქივიდან.  ჩვენ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში