ნიკა ღოღობერიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

31 ივლისი 2022, 21:43 1385 ნახვა

ნიკა ღოღობერიძე ტაეკვანდოში მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. მსოფლიოს პირველობას კადეტებს შორის ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა. 

ქართველმა სპორტსმენმა წარმატებას 61კგ.წონით კატეგორიაში მიაღწია.

ღოღობერიძე საქართველოს ტაეკვონდოს ისტორიაში პირველი  მსოფლიოს ვერცხლის მედალოსანი გახდა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე, კადეტებს შორის საერთო ჯამში 1500-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 6 საქართველდან.

მსოფლიოს პირველობა უკვე ახალგაზრდებს შორის  გაგრძელდება და  3-7 აგვისტოს გაიმართება.

ნიკა ღოღობერიძემ ცოტა ხნის წინ თურქეთის ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, მანამდე კი ბერლინის ღია პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში