18 წლამდე კალათბურთელ;ებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი მოიგეს

01 აგვისტო 2022, 10:15 495 ნახვა

საქართველოს 18-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი მოიგო და მომავალ წელს უკვე B დივიზიონში ითამაშებს.

ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის შეგირდებმა ფინალში მალტას დიდი ანგარიშით – 61:37 სძლიეს. ამასთან, ქართველებს მოხსნებში მეტოქესთან ზუსტად ორმაგი უპირატესობა ჰქონდათ - 62:31 ზე. ნაკრებში საუკეთესონი ლიკა კვირკველია - 18 ქულა, 19 მოხსნა და ნატალი ჩუტკერაშვილი - 12 ქულა, 19 მოხსნა, სალომე სვანმა 12 ქულა ჩააგდო, ანა ნამგალაძემ კი – 11.

ანდორაში გამართულ ტურნირზე ქართველმა გოგონებმა სულ 4 მატჩი მოიგეს. ჯგუფურ ეტაპზე მათ გიბრალტარსა და მოლდოვას სძლიეს, ნახევარფინალში კი ყველაზე რთული დაპირისპირება ჰქონდათ ალბანეთის ნაკრებთან, რომელსაც 58:56 მოუგეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში