ვითარება უკრაინაში კვლავ მძიმეა - რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის ქალაქებზე

01 აგვისტო 2022, 10:46 816 ნახვა

ვითარება უკრაინაში კვლავ მძიმეა. რუსეთი აგრძელებს იერიშებს უკრაინის ქალაქებზე. დაიბომბა მიკოალევი, ჭურვები ქალაქის სხვადასხვა რაიონში ჩამოვარდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოლქის მიმართულებით რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 40 რაკეტა გაისროლეს. დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.  

ისკანდერის ტიპის 1 რაკეტა ოკუპანტმა ყირიმიდან  ოდესის მიმართულებით გაისროლეს. რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ხარკოვზე, დილიდან დაიბომბა ავტობუსის გაჩერება და მრავალსართულიანი კორპუსის ეზო. დაშავდა 2 ადამიანი.

დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პაველ კირილენკოს განცხადებით,  გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტების მიერ გახსნილ ცეცხლს დონეცკის ოლქში 3 ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა.   

სუმის რეგიონზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე ინფორმაციას სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. მისი თქმით, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. გარდა ამისა, მარცვლეულით დატვირთულმა უკრაინულმა გემმა ოდესის პორტი დატოვა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში