გუდაურში დაღუპულებს 2 აგვისტოს პატივით დაკრძალავენ

01 აგვისტო 2022, 12:00 909 ნახვა

გუდაურთან დაღუპულ მფრინავებსა და მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხვალ კი სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან 14 საათამდე  თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში  გაიმართება.

შეგახსენებთ 29 ივლისს თეთრი არაგვის ხეობაში 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 8 ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო.

მფრინავები, მაშველები და ექიმები გუდაურთან პარაპლანით ჩამოვარდნილების დასახმარებლად გაფრინდნენ, თუმცა სამაშველო ოპერაცია ავიაკატასტროფით დასრულდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში