2026 წლამდე, ყოველ წელს, საჯარო მოხელეების ხელფასი მინიმუმ 10%-ით გაიზრდება - ირაკლი ღარიბაშვილი

01 აგვისტო 2022, 14:23 1004 ნახვა

ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით აღნიშნული საკითხი მოწესრიგდება, რაც გულისხმობს, რომ ყოველ წელს, 2026 წლამდე, საჯარო მოხელეების ხელფასი მინიმუმ 10%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ბიუჯეტი გაიზრდება ვინაიდან ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით და უფრო მეტი პროექტები დაფინანსდება. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება გაიზარდოს, 2017 წლიდან 2020 წლამდე პრაქტიკულად არც ერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩამორჩენა კერძო და საჯარო სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებებს შორის ძალიან დიდია, ამიტომ ამას სჭირდება მოწესრიგება.

ჩემი დავალებით, წელს იანვარში უკვე დავიწყეთ ამის მოწესირგება. იანვარში ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა ყველა საჯარო მოხელისთვის. ახლა უკვე ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით უკვე მოწესრიგდება აღნიშნული საკითხი, რაც გულისხმობს შემდეგს, რომ ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი 3-4 წლის განმავლობაში. ამ ტენდენციებს, პროცესს, დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, გვაქვს კარგი ინიციატივები რომლებსაც გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. მინდა, ხაზი გავუსვა იმ სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც მთავრობამ და მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ რთულ პერიოდში. მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში