ომი უკრაინაში

02 აგვისტო 2022, 10:13 868 ნახვა

უკრაინაში ომის 160-ე დღეა. ქვეყნის მასშტაბით რუსეთი აგრძელებს იერიშებს სხვადასხვა ქალაქზე. ძლიერი აფეთქება მოხდა მიკოლაევში, მერის ინფორმაციით, დაშავდა სულ მცირე 1 ადამიანი. 

ხერსონის ოლქში დოლგოვოეს დასახლებაში საოკუპაციო ძალებმა საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რომლითაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდათ.  

გავრცელებული ინფორმაციით, მიკრავტობუსში 7 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 2 დაიღუპა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასული დღე- ღამის განმავლობაში ბახმუტის მიმართულების მტრის 7 შეტევა მოიგერიეს.

რაც შეეხება რუსეთის დანაკარგს 24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე, ბოლო მონაცემებით, უკრაინულმა ძალებმა 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში