ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

02 აგვისტო 2022, 10:26 942 ნახვა

უკრაინას ვერ ექნება ილუზიები, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინული ექსპორტის ჩაშლის მცდელობებისგან, – ამის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პორტის ამუშავება და მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლა დადებითად შეაფასა. აღნიშნა, რომ პორტიდან გასვლას ამ დროისთვის კიდევ 16 გემი ელოდება.

ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ყირიმის ანექსიაზეც ისაუბრა და დაამატა, რომ ყირიმის ანექსიის დროს რეაქცია სუსტი და არასაკმარისად პრინციპული იყო, რის შედეგადაც რუსეთის აგრესია დღევანდელ მასშტაბებამდე გაიზარდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში