სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინეს

03 აგვისტო 2022, 11:04 1054 ნახვა

თბილისში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში, კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინეს, რომლებიც, შესაბამისი ნებართვისა ან/და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე ჰყიდდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ მედიკამენტებს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ობიექტებიდან დიდი ოდენობით მედიკამენტია ამოღებული.

"დადგინდა, რომ აფთიაქების ხელმძღვანელებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, ასობით ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი, რომელთა შორის სამი წარსულში ნასამართლევია აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის და, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, ფარმაცევტული საქმიანობა ეკრძალება.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში