საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი ტუნისის ჩემპიონში ითამაშებს

03 აგვისტო 2022, 10:13 836 ნახვა

საქართველოს ნაკრების 36 წლის გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კარიერას ტუნისის ჩემპიონატში, გუნდ "US მონასტირში" გააგრძელებს - ამის შესახებ ინფომაციას კლუბის ფეისბუკის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. "მონასტირი" ტუნისის ჩემპიონია, გიორგიმ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ცნობისთვის, ამჟამად გიორგი ცინცაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად სლოვენიის საკურორტო ქალაქ როგლაშია და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევისა და ევრობასკეტის მატჩებისთვის ემზადება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში