ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში თვალს მსოფლიო ადევნებს

03 აგვისტო 2022, 10:05 872 ნახვა

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩაფრინდა, მასთან ერთად დელეგაციაში 40 პირი იმყოფება. სპიკერის ვიზიტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება პეკინი და ამერიკას აფრთხილებს, რომ პელოსის ვიზიტს სერიოზული გაგრძელება მოჰყვება. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარა.

გარდა ამისა, ჩინეთი კუნძულთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს. ტაივანის ხელისუფლებამ კი ჩინეთის სამხედრო წვრთნები მკაცრად დაგმო. მათი თქმით, ჩინეთის ქმედებები ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში შეჭრაა და ტაივანის საჰაერო და საზღვაო ბლოკადაში მოქცევას ისახავს მიზნად. თეთრი სახლის განცხადებით.

ნენსი პელოსის ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტს და „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის პრინციპებს არ არღვევს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯონ კირბის თქმით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს უფლება ჰქონდა ტაივანში ჩასულიყო, შესაბამისად  შტატებს არ სურს ვიზიტი რაიმე სახის კრიზისში ან კონფლიქტში გადაიზარდოს. ტაივანში ვიზიტის დროს ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს  შეხვდა.

შეხვედრისას პელოსიმ განაცხადა, რომ შტატები ტაივანს არ მიატოვებს,  თავის მხრივ ტაივანის პრეზიდენტმა სპიკერს ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში