პუტინის ომი უკრაინაში

03 აგვისტო 2022, 10:34 843 ნახვა

ომის 161-ე დღე უკრაინაში. რუსმა ოკუპანტემა უკრაინის რამდენიმე ქალაქზე სარაკეტო იერიშები განახორციელეს. დაიბომბა ქალაქი ნიკოლაევი. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვშიც, ოკუპანტმა ქალაქზე იერიში გასული დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ მიიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ხარკოვის მერის განცხადებით, ხარკოვის მიმართულების რუსმა აგრესორებმა რაკეტები ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე ისროლეს.

ერთი რაკეტა ქალაქის ხოლოდნოგორსკის რაიონში ჩამოვარდა, მეორე კი  ნოვობავარსკის რაიონში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების რაოდენობა უკვე 3,5 მილიონს აჭარბებს, განადგურდა მინიმუმ 140 000 საცხოვრებელი კორპუსი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში