სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები 

03 აგვისტო 2022, 10:35 897 ნახვა

აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთში კახეთსა და თბილისში კანონდარღვევით მოქმედი 22 აფთიაქი გამოავლინეს - უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტებზე პასუხისგებაში 13 იურიდიული და 43 ფიზიკური პირი მისცეს.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული აფთიაქები შესაბამისი ნებართვისა და სანებართვო პირობების დარღვევით, რეცეპტის გარეშე, ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

გამოძიების პროცესში ობიექტებიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით მედიკამენტი. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აფთიაქების ხელმძღვანელებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად მიიღეს ასეულობით ათასი ლარის შემოსავალი.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში