ლავროვი პელოსის ვიზიტს აფასებს 

03 აგვისტო 2022, 14:19 817 ნახვა

ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა.

სერგეი ლავროვის თქმით, ეს ვაშინგტონის მხრიდან ჩინეთის გაღიზიანების მიზანმიმართული მცდელობაა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ასეთი მოულოდნელი გაღიზიანების წარმოქმნისთვის მე სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის“ - თქვა ლავროვმა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში