ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში თვალს მსოფლიო ადევნებს

03 აგვისტო 2022, 14:12 740 ნახვა

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ჩინეთის მუქარის ფონზე ტაივანში ჩავიდა, სადაც საპარლამენტო დელეგაციასა და ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა.

სპიკერის ვიზიტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება პეკინი და ამერიკას აფრთხილებს, რომ პელოსის ვიზიტს სერიოზული გაგრძელება მოჰყვება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გასაპროტესტებლად აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარა. გარდა ამისა, ჩინეთი კუნძულთან ახლოს საზღვაო და საჰაერო წვრთნებს მართავს. პროცესში ჩართულია როგორც ფლოტი, ისე ავიაცია და ცოცხალი ძალა.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ტაივანის მხარდაჭერის დემონსტრირებაზე გაამახვილა.

ასევე სიტყვით გამოვიდა ტაივანის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი, რომელმაც ჩინეთის ქმედებებს არაგონივრული უწოდა. დაამატა, რომ პეკინის წვრთნები რეგიონულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში