7 წლის ბავშვი ოპერაციის დროს გარდაიცვალა

03 აგვისტო 2022, 19:53 922 ნახვა

თბილისში მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვი გარდაიცვალა, ჯერ ჯერობით უცნობია გარდაცვალების მიზეზი, მიმდინარეობს საქმის წინასწარი მოკვლევა. კლინიკის ადვოკატის განცხადებით , ბავშვს უტარდებოდა გეგმური ოპერაცია, ანესთეზიის გაკეთების შემდეგ მას დაეწყო სუნთქვის პრობლემები.7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში მშობლები ექიმებს ადანაშაულებენ. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში