დაძაბული ვითარება რეგიონში

04 აგვისტო 2022, 11:07 972 ნახვა

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მისი არმიის ქვედანაყოფებმა კონტროლი დაამყარეს რამდენიმე სიმაღლეზე ყარაბაღის ქედის გასწვრივ. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ეს არის შედეგი საპასუხო ოპერაციისა, რომელიც მოჰყვა „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების“ მიერ ქალბაჯარის და ლაჩინის რაიონებში მდებარე ქედზე ერთ-ერთი სიმაღლის დაკავების მცდელობას.

ბაქოს თანახმად, 3 აგვისტოს, „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების წევრებმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით განთავსებულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი, 2020 წლის 10 ნოემბრის შეთანხმების უხეშად დარღვევით ჩაატარეს ტერორისტულ-დივერსიული ოპერაცია აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფების წინააღმდეგ“.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა არმიის ერთი სამხედრო მოსამსახურე. თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში აზერბაიჯანი დაადანაშაულა და ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში