უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

04 აგვისტო 2022, 10:45 748 ნახვა

გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ჩავარდნა - ეს ფაქტორი აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში კონფლიქტურ სიტუაციებს - ამის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში აღნიშნა.

უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე კონფლიქტური სიტუაცია შეაფასა. მისი თქმით, ეს არის ფაქტი, რასაც უკრაინა ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან, არამედ წლების განმავლობაში.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სიტუაცია დაიძაბა  სერბეთსა და კოსოვოს შორის, ჩინეთი საპასუხო ზომებით იმუქრება აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის ტაივანში ვიზიტის გამო, ლიჩანის რაიონში, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფების შეხების ზოლში ახალი შეტაკება მოხდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში