მებაჟე ოფიცრებმა დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

04 აგვისტო 2022, 12:54 974 ნახვა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში "სარფი", "სადახლო-საავტომობილო" და "კარწახი", არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა, -  ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს, თურქეთისა და სომხეთის რესპუბლიკების მოქალაქეების, ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 22 540 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში