ბათუმელი მკლავჭიდელების წარმატება ბელგიაში

04 აგვისტო 2022, 10:51 1469 ნახვა

აჭარის მკლავჭიდელთა ნაკრები ბელგიიდან დაბრუნდა. საერთაშორისო ტურნირში, სადაც  15 ქვეყანა მონაწილებდა ჩვენმა  სპორტსმენებმა  4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.  

მახმუდ ჭელიძემ როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა ხელით ასპარეზობაში ოქროს მედლები მოიპოვა.

ვერცხლის მედალი მოიპოვა ლევან პოღოსიანმა, გოგი ხიმშიაშვილი მარცხენა ხელით შეჯიბრებაში გახდა ჩემპიონი, მარჯვენაში კი ვიცე-ჩემპიონი. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ფირუზ ჭელიძემ.

ბათუმელ მკლავჭიდელებს აეროპორტში გულშემატკივრები დახვდნენ და გამარჯვება მიულოცეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში