პუტინი და ერდოღანი ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან

04 აგვისტო 2022, 19:35 811 ნახვა

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს სოჭში შეხვდებიან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, თუმცა ზუსტი დრო არ დაუკონკრეტებია. ორი ქვეყნის პრეზიდენტები ბოლო 17 დღის განმავლობაში უკვე მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. ერდოღანი და პუტინი ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ, მათ შორის, უკრაინასა და სირიაში განვითარებულ მოვლენებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში