„ბიბისის“ საგამოძიებო ფილმი - შეფასება

06 დეკემბერი 2025, 12:00 164 ნახვა

ბბს-ის მიერ შექმნილ საგამოძიებო ფილმზე ბოლო რამდენიმე დღეა პოლიტიკური განცხადებები კეთდება. მმართველ გუნდი სიუჟეტში მოყვანილ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს, რომელიც ქართულ ოცნების თქმით სპეცსამსახურების ხელწერით BBC-მ გაავრცელა,  ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ მასალები საერთაშორისო გამოძიების დაწყების საფუძველს ქმნის.

გახარიას პარტია კი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას აანონსებს. გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ორშაბათს ბიუროს სხდომაზე  დააინფიცირებენ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში   შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების  მხრიდან გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში