„მაჭახელა“ და „შუქურა“ დავით ყიფიანის თასის მეთექვსმეტედფინალში გავიდნენ

05 აგვისტო 2022, 10:12 1215 ნახვა

6-7 და 8 აგვისტოს დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეთექვსმეტეფინალის შეხვედრები გაიმართება. ამ ეტაპზე აჭარიდან თასის შემდეგ ეტაპზე გასავლელად ორი გუნდი, ქობულეთის „შუქურა“ და ხელვაჩაურის „მაჭახელა“ იბრძვის.

„შუქურა, რომელიც მეორე ლიგაში გათამაშების ლიდერია, 7 აგვისტოს ქობულეთის „ჩელე არენაზე“ „გაგრას“ უმასპინძლებს.

რაც შეეხება მეოთხე ლიგის ბინადარ ხელვაჩაურის „მაჭახელას“, ოცდამეთორმეტედფინალში მან „ზესტაფონი“ დაამარცხა.

8 აგვისტოს კი მეთოთხმეტედფინალის საგზურისთვის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გორის „დილას“ შეხვდება. მატჩი 8 აგვისტოს, 17:00 საათზე ბათუმში, ანგისაში მდებარე „დინამოს“ ბაზაზე გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში