ლავროვის განცხადება 

05 აგვისტო 2022, 10:26 926 ნახვა

რუსეთი მზად არის შეერთებულ შტატებთან განიხილოს პატიმრების გაცვლა. ამის შესახებ განცხადება სერგეი ლავროვმა გააკეთა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ პრეზიდენტების შეთანხმება მსჯავრდებულთა გაცვლის შესახებ უკვე არსებობს და ეს არხი კვლავ აქტიურია.

„ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ იმ არხის ფარგლებში, რომელზეც პრეზიდენტები პუტინი და ბაიდენი შეთანხმდნენ“, - განაცხადა ლავროვმა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში