საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უნგრეთში ერთი ქულით დამარცხდა

06 აგვისტო 2022, 10:03 607 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტისთვის მზადების პროცესში პირველი საკონტროლო მატჩი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართა, სადაც მინიმალურ სხვაობით დამარცხდა – 88:89.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, შეხვედრა  როტაციისთვის გამოიყენა და შანსი ახალგაზრდებს მისცა.

გუნდში არ იყვნენ ტრავმირებული გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ნაკრებს ხვალ შეუერთდება.

უნგრეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა, რომელიც უფრო სავარჯიშო ხასიათის იქნება და მაყურებელი არ დაესწრება, დღეს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში