პუტინის ომი უკრაინაში

06 აგვისტო 2022, 10:22 850 ნახვა

ომის დაწყებიდან 164-ე დღეს რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე სახმელეთო და საჰაერო იერიშების მიტანას აგრძელებენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით გასული ღამის განმავლობაში ოკუპანტების ძირითადი იერიშები დონეცკისა და ხარკოვის ოლქებზე იყო მიმართული. 

ამასთან, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი რამდენიმე სოფელი განთავისუფლება შეძლეს. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა განცხადებით,   რუსეთის ომი უკრაინაში ახალ ფაზაში შედის,  ხოლო საბრძოლო მოქმედებების ძირითადი ნაწილი  უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით, ზაპორპჟიადან 350 კილომეტრის სიგრძეზე, მდინარე დნეპრის გასწვრივ გადაინაცვლებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში