მორიგი გამოცდა ბათუმელი კარატისტებისთვის 

06 აგვისტო 2022, 17:05 1672 ნახვა

სპარინგი, ბრძოლის ჟინი, გამძლეობა, ტექნიკა და კატა. ეს ის დისციპლინებია, რომელთა ჩაბარებაც მოუწიათ აჭარის ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დო-ს სპორტსმენებს, რათა მათი მომზადების დონის,  შესაბამისი მორიგი ამაღლებული ხარისხი - კიუ მიეღოთ.

15-დან ყველამ  ჩააბარა გამოცდა, ხარისხი მათ მიერ მიღებულ კიუსა და ქამრის ფერზე აისახა.

გამოცდა ფედერაციის პრეზიდენტმა, შავი ქამრისა და მეორე დანის მფლობელმა მიხეილ მელუამ, ასევე სენსეებმა მერაბ მერაბიშვილმა, გულად თხილაიშვილმა და ოთარ ბერიძემ ჩაიბარეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში