ისრაელში ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოცხადდა

06 აგვისტო 2022, 16:57 838 ნახვა

ისრაელში ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე გამოცხადდა.  ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით საჰაერო თავდასხმები გრძელდება.

ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში განგაშის სიგნალებია ჩართული.უსაფრთხოების უმკაცრესი ნორმები მოქმედებს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამოცხადებულია ტერორისტული საშიშროების უმაღლესი დონე.  ისრაელი ღაზას სექტორში გამწვავებული ვითარების ფონზე, 25 ათასი რეზერვისტის მობილიზაციას აცხადებს.  

ღაზას სექტორში, სადაც გუშინ გვიან ღამით, ისრაელის არმიამ ისლამური ჯიჰადის საპასუხოდ, ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები განახორციელა.  

სამხედრო ავიაციის სამიზნე  ჯიჰადის იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტის გამშვები პოზიციები გახდა.   ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი აბუ მახმუდი

გასულ ღამეს, რადიკალურმა მოძრაობა ისლამურმა ჯიჰადმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. მათ დიდი ნაწილის განეიტრალება ე.წ. რკინის გუმბათის მეშვეობით მოხდა.   

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში