დავითაშვილი საფრანგეთში ითამაშებს

07 აგვისტო 2022, 10:39 796 ნახვა

ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ფრანგულ "ლორიენში" გააგრძელებს.

კრისტოფ პელისიეს გუნდი ლიგა 1-ის პირველ ტურში, 7 აგვისტოს, "რენს" ესტუმრება, გასულ სეზონში კი მე-16 ადგილი დაიკავა.

21 წლის დავითაშვილს, რომელიც ახლა ბათუმის "დინამოს" წევრია, თბილისის "დინამოსა" და "ლოკომოტივში", ყაზანის "რუბინში", ვოლგოგრადის "როტორსა" და ტულას "არსენალში" უთამაშია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში