პუტინის ომი უკრაინაში

07 აგვისტო 2022, 14:01 796 ნახვა

ზაპოროჟიეს ენერგოდარის ატომური ელექტროსადგური, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესია მსოფლიოში, რუსეთის კონტროლქვეშ გადასვლის შემდეგ დაიბომბა. ეს ფაქტი უკრაინის ხელისუფლებამ შეაფასა, როგორც რუსების მხრიდან საშიში ტერორისტული აქტი. ვლადიმერ ზელენსკიმ მოითხოვა, რომ ელექტყროსადგურის დაბომბვის გამო რუსეთი უნდა დაისაჯოს.

თავის მხრივ ზაპოროჟიეს ოლქის პრორუსული ხელისუფლება ხელს უკრაინისკენ იშვერს და აცხადებს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე შეტევა კიევიდან განხორციელდა. რუსეთი უკრაინას ატომური სადგურის ირგვლივ პროვოკაციაში ადანაშაულებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წვდომას ითხოვს. ის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ რუსეთის სამხედრო მოქმედებებს გმობს და მათ ბირთვული წესების უპასუხისმგებლო დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ბორელმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით უკრაინულმა ძალებმა 24 თებერვლიდან დღემდე, 42 200 რუსი სამხედრო მოკლეს, აქედან 300 - ბოლო 24 საათში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში