ირაკლი აზაროვი სერბეთში წარადგინეს

07 აგვისტო 2022, 17:04 937 ნახვა

ირაკლი აზაროვი ბელგრადის "ცრვენა ზვეზდას" ფეხბურთელია. "დინამო" ბათუმის ყოფილ მარცხენა მცველთან 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ფეხბურთელის პრეზენტაცია კლუბის ოფისში გაიმართა. აზაროვმა ახალ  კლუბში გადასვლის პირველი კომენტარი გააკეთა. 

"ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. "ცრვენა ზვეზდა" მდიდარი ისტორიის კლუბია და დიდი პატივია ჩემთვის აქ ყოფნა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს წარმატებების მიღწევაში დავეხმარო", - განაცხადა აზაროვმა.

ირაკლიმ "ცრვენა ზვეზდას" 16-ნომრიანი მაისურს მოირგო.
"ცრვენა ზვეზდამ" ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შემთხვევაში ერევნის "პიუნიკი" შინ 5:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა.

ფლეიოფში გასვლის შემთხვევაში აზაროვის გუნდის მეტოქე ჩემპიონთა ლიგაზე ალბათობით, ჰაიფას "მაკაბი" იქნება რომელმაც პირველ მატჩში ლიმასოლის "აპოლონი" 4:0 დაამარცხა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში