ევროპის ღია ჩემპიონატი მორის აწევაში

08 აგვისტო 2022, 11:03 755 ნახვა

ევროპის ღია ჩემპიონატი მორის აწევაში.  ღონისძიებას, რომელშიც რვა ქვეყნის გუნდი მონაწილეობს,  ბათუმი მასპინძლობს.   

დღეს გაიმართება შეჯიბრება ესთაფეტეპში, ხოლო ხვალ ქართველი ძალოსანი ბაგრატ ჟღენტი ეცდება დაამყაროს გინესისა და მსოფლიო რეკორდი. მან კბილებით ტრაილერი უნდა გადააადგილოს.

მორების აწევის პირველი რაუნდი ქართველმა სპორტსმენმა, მსოფლიო ჩემპიონმა ჭაბუკა ჭიღლაძემ მოიგო. მან პირველსავე ცდაზე 185 კილოგრამი, მეტოქეებზე 45 კილოგრამით მეტი სიმძიმე აწია.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში