კლინიკის დირექტორის დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

08 აგვისტო 2022, 13:29 702 ნახვა

კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის საქმეზე დაკავებულ ექიმს, თეიმურაზ ბეჟანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჯემალ კოპალიანმა მიიღო.

პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობას, დაცვის მხარე კი, 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურამ თეიმურაზ ბეჟანიძეს ბრალი, გიორგი გალდავას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წინასასამართლო სხდომა 20 სექტემბერს 11:00 საათზე ჩაინიშნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში