ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ხავიერ კოლომონა

08 აგვისტო 2022, 18:37 717 ნახვა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა, „ტვიტერზე“ აგვისტოს ომის შესახებ წერს.

კოლომინას თქმით, ალიანსი მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ძალები საქართველოდან.

„როგორც მადრიდის სამიტზე იყო დადასტურებული, ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავაც მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს მისი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოდან“, – წერს კოლომინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში