აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი საბანაოდ დასაშვებ ნორმაშია

09 აგვისტო 2022, 14:35 2238 ნახვა

აჭარაში ზღვის წყლის ხარისხი საბანაოდ დასაშვებ ნორმაშია.  თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებელი რეგიონის სანაპირო ზოლში მაინც განსხვავებულია და ყველაზე სუფთა წყალი კვლავ სარფშია. 

წყლის სინჯებმა აჩვენა, რომ საბანაოდ ასევე კარგია გონიო, კვარიათი, მწვანე კონცხი და ქობულეთი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან წყალი დაბინძურებულია.

ბანაობა ყველგან დასაშვებია და ზღვის წყალში ისეთი ბაქტერიების  მაჩვენებელი, როგორიცაა ოქროსფერი სტაფილოკოკი,  ნაწლავური ჩხირი და სალმონელა ნორმაშია. 

აჭარის სანაპირო ზოლში  გარემოს დაცვის სამმართველომ ივლისის ბოლო კვლევა ერთი კვირის წინ ჩაატარა.

ზღვის სეზონზე წყლის ხარისხის მიკრობიუოლოგიური გამოკვლევა  ყოველ ათ დღეში ტარდება. სულ 8 წერტილში სანაპიროდან 50 მეტრის რადიუსში  იღებენ სინჯებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში