აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ინეგოლის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის წევრებს შეხვდა

09 აგვისტო 2022, 15:00 1126 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ინეგოლის ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის წევრებს შეხვდა. ისაუბრეს თურქეთში მცხოვრებ ქართველ მუჰაჯირებთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, რაც განსაკუთრებით კულტურისა და განათლების სფეროს მოიცავს. განიხილეს კულტურული პროგრამები, ერთობლივი ღონისძიებები და პროექტები.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლა და საქართველოსთან კავშირის კიდევ უფრო გაღრმავება. თურქეთში მცხოვრები „ჩვენებურები“ აჭარას რამდენიმე დღეა სტუმრობენ. ისინი ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულსაც დაესწრნენ. დელეგაციას ინეგოლის მერის მოადგილე რიდვან ქოჩააღა ხელმძღვანელობს.

მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ინეგოლის ქართული საზოგადოების ხელმძღვანელი, მარმამის რეგიონის ქართული ფედერაციის თავმჯდომარე და ინეგოლის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. ინეგოლში თურქეთის სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აქ ქართველებით დასახლებული 18 სოფელია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში