საქართველოში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება

11 აგვისტო 2022, 10:13 953 ნახვა

საქართველოში VAR-ის დანერგვის მოსამზადებელი ეტაპი გრძელდება. 1-დან 10 აგვისტოს ჩათვლით, სფფ-ის ვაკის საფეხბურთო ცენტრში პროექტის 3B ეტაპი გაიმართა, რომელიც 40-წუთიან სათამაშო ეპიზოდებს მოიცავს. მსაჯებს თამაშის მიმდინარეობისას მომხდარი საკამათო ეპიზოდების გარჩევა და VAR-ის ჩართულობით გადაწყვეტილების მიღება ევალებოდათ.

მომდევნო, 3C ეტაპის ფარგლებში, ფიფასთან შეთანხმებით, ჩატარდება სატესტო თამაში, რის საფუძველზეც საქართველოში ოფიციალური მატჩების ჩატარება VAR-ის თანხლებით გახდება შესაძლებელი. სემინარის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველ მსაჯებს ფიფასგან ვიდეო ასისტენტის ლიცენზია მიენიჭებათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს.

სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელობს. პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში