ბათუმის სპორტის სასახლეში დასრულდა აჭარის ასაკობრივი ჩემპიონატი კრივში.
შეჯიბრება 2008-2009, 2010-2011 და 2012-2013 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის ჩატარდა.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომელთაგანაც დაკომპლექტდება აჭარის ნაკრები, რომელიც 22-26 დეკემბერს გორში გასამართ საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებს.
