„საქართველო და ევროინტეგრაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების როლი ევროინტეგრაციის საკითხებში და ახალგაზრდების ჩართულობა“

11 აგვისტო 2022, 10:53 823 ნახვა

„საქართველო და ევროინტეგრაცია, სახელმწიფო ინსტიტუტების როლი ევროინტეგრაციის საკითხებში და ახალგაზრდების ჩართულობა“ - აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე სტუდენტებს შეხვდა და აღნიშნულ თემაზე ლექცია წაიკითხა.

დეპუტატმა სტუდენტებს უმაღლეს საბჭოში შექმნილი ღია მმართველობის საბჭოს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის, მოქალაქეთა ჩართულობის ცენტრისა და  ახალი ვებპორტალის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე უპასუხა მათ შეკითხვებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში