ლატვიის სეიმმა რუსეთი "ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ" აღიარა

11 აგვისტო 2022, 13:49 749 ნახვა

ლატვიის პარლამენტმა რუსეთი "ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ", შესაბამისი განცხადება ლატვიის საკანონმდებლო ორგანომ დღეს მიიღო.

„უკრაინაში რუსეთმა ქცევის მსგავსი სტილი აირჩია - სასტიკი, ამორალური და უკანონო. ომის საშუალებით პოლიტიკური მიზნების მიღწევით, რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხისა და სამხედროების დემორალიზებას და უკრაინული სახელმწიფოს ქმედითუნარიანობის პარალიზებას“, - აღნიშნულია ლატვიის პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

ლატვიის პარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ქვეყნებს, გაზარდონ უკრაინის სამხედრო, ჰუმანიტარული, ფინანსური და დიპლომატიური მხარდაჭერა და იმოქმედონ რუსეთის საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებიდან იზოლირების მიმართულებით.

10 მაისს ლატვიის პარლამენტმა რუსეთის სამხედროების ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში