ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

12 აგვისტო 2022, 13:52 2905 ნახვა

მსხვერპლით დასრულდა ავტოავარია ქუთაისში. შემთხვევა, რამდენიმე წუთის წინ, ნიკეას ქუჩაზე მოხდა. როგორც თვითმხილველი ამბობს, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა.

“ოპელის” მარკის გაჩერებულ მანქანაში იმყოფებოდა მამაკაცი, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით “მერსედესის” მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გაჩერებული მანქანის 75 წლამდე მძღოლი, ადგილზე გარდაიცვალა. მეორე მანქანაში მყოფი ორი პირი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი მიზეზები და სხვა დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში