„სიკეთის დღე აჭარაში“

12 აგვისტო 2022, 14:53 1453 ნახვა

„სიკეთის დღე აჭარაში“  -  ბათუმში დედათა და ბავშვთა თავშესაფრისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარები გემით, ასევე იახტებით ზღვაზე გაიყვანეს და მათთვის კონცერტი გამართეს.

საქველმოქმედო აქცია ორგანიზაცია „კეთილსოფლის“ ინიციტივით მოეწყო და მასში ტრადიციულად სხვა შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მომღერალი გია ნიკოლაძე. 

„სიკეთის დღეს აჭარაში“ ყოველი წლის 12 აგვისტოს, უკვე 10 წელია იმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში