საქართველო ამხანაგურ შეხვედრაში ისრაელის ნაკრებთან დამარცხდა

12 აგვისტო 2022, 21:59 947 ნახვა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტის სამზადისში მესამე ამხანაგური მატჩი გამართა.
ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში ისრაელის ნაკრებს უმასპინძლა და 96:104 დამარცხდა.

3 პერიოდი მეტოქის უპირატესობით წარიმართა, ხოლო ქართველებმა მხოლოდ ბოლო პერიოდის მოგება შეძლეს. აქამდე ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა უნგრეთთან ორი საკონტროლო მატჩი გამართა და ორივე წააგო.

საქართველო და ისრაელი 13 აგვისტოს კიდევ ერთ მატჩს გამართავენ, რომელიც დახურული იქნება და მისი რეპორტაჟი არ გადაიცემა.

24 აგვისტოს საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება. 27-ში კი იტალიას.

ამის შემდეგ ზუროსის გუნდს ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ელოდება, სადაც პირველ ტურში 1 სექტემბერს ბელგიის ნაკრებს შეხვდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში