მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

13 აგვისტო 2022, 17:50 2024 ნახვა

მესტიის საავადმყოფოში გადაყვანილი ორი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც მესტიის საავადმყოფოს ქირურგმა განაცხადა, ერთ-ერთს ტერფის ძვალი აქვს მოტეხილი, მამაკაცს კი რამდენიმე ნეკნი და მათ კლინიკაში დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

მწვერვალ თეთნულდთან სამაშველო ოპერაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ჩაატარეს.

ორი დაშავებული ტურისტი კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი გარდაცვლილი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში გადაასვენეს.

სამი ტურისტი დამოუკიდებლად გადაადგილდება და დაშავებულები არ არიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში