მკვლელობა ქობულეთში - გარდაცვლილია 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა

14 აგვისტო 2022, 15:06 4515 ნახვა

მკვლელობა ქობულეთში. გარდაცვლილია 21 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მედიკოსების ინფორმაციით  გარდაცვლილს სიცოცხლისთის შეუთავსებელი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დაკავებულია 30 წლის მამაკაცი, რომელიც შსს-ს ინფორმაციით ნასამართლევია და რომლის წინააღმდეგაც გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლითაა დაწყებული.  

გამოძიებით დადგინდა,რომ ბრალდებულმა, გუშინ ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრა.

გარდაცვლილი ხაშურიდან ქობულეთში დასასვენებლად იმყოფებოდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში